ელჩის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან
2021 წლის 16 მარტს საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა შეხვდა ანრი ოხანაშვილს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში.
შეხვედრაზე ელჩმა და თავმჯდომარემ განიხილეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის როლი ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აუცილებელი სამართლებრივი მიახლოების განხორციელებაში. ელჩმა აღნიშნა, რომ კომიტეტი ასრულებს წამყვან როლს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის საკანონმდებლო საფუძვლებთან შესაბამისობაში მოყვანაში, თავსებადობის გაზრდის მიზნით, რაც საქართველოს ევროპული ოჯახისკენ მიმავალი გზის აუცილებელი ნაწილია.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვისა და განმტკიცების თემები და დემოკრატიზაცია. ელჩმა კალინდრამ ხაზი გაუსვა სასამართლო და საარჩევნო რეფორმების გატარების მნიშვნელობას, ისევე როგორც საკანონმდებლო ნორმების საერთაშორისო დონეზე დამტკიცებულ საუკეთესო პრაქტიკებთან შესაბამისობაში მოყვანის საჭიროებაას. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით რეფორმები მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელსაც ლიეტუვა მხარს მტკიცედ უჭერს.