*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩმა ანდრიუს კალინდრამ დღეს შეხვედრები გამართა საქართველოს პარლამენტსა და საგარეო საქმეთა სამინისტროში

დღეს ელჩი ანდრიუს კალინდრა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრა პარლამენტის შენობაში გაიმართა.

ელჩმა ქალბატონ მაკას მიულოცა კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხები განიხილა. საუბარი შეეხო 2021 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტს, რომლის ფარგლებშიც ელჩმა დაადასტურა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოსადმი და ისაუბრა ქვეყნის ამბიციურ გეგმებზე წამოჭრას ევროკავშირის თანამშრომლობის გაფართოების საკითხები აღმოსავლეთ პარტნირობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან. ქალბატონმა მაკამ ელჩს დაუდასტურა, რომ საქართველოს ევროპული კურსი შეუქცევადია.

ელჩმა და ქალბატონმა თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვეს  ლიეტუვისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას, მათ შორის ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ ბოლო დროს მიღებული რეზოლუციების ფარგლებში, სადაც ორივე ქვეყანამ დაადასტურა მტკიცე თანამშრომლობის გაგრძელების სურვილი ლიეტუვასა და საქართველოს შორის.

დღეს ბატონმა ელჩმა  შეხვედრა გამართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ბატონ დავით ზალკალიანთან და პირადად გადასცა მას წერილის ასლი ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრისგან, ბატონ გაბრიელიუს ლანდსბერგისისგან.

წერილში ბატონი ლანდსბერგისი  ადასტურებს ლიეტუვის ერთგულებას ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივისადმი და აღნიშნავს, რომ ლიეტუვა მზადაა აღნიშნული საკუთარი ქმედებებითაც დაამტკიცოს. შესაბამისად, მინისტრი კოლეგას ატყობინებს, რომ ლიეტუვის სახელმწიფოს ინიციატივით შედგენილ იქნა წერილი ევროკომისიისადმი, რომელიც ხელმოწერილია   ლიეტუვასთან ერთად კიდევ 13 წევრი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ და აყენებს იდეას შეიქმნას COVID-19-ის ვაქცინის გაზიარების მექანიზმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, მათ შორის საქართველოსთან, რომელიც საშუალებას მისცემს მათ უფრო ადრე მიიღონ წვდომა ვაქცინასთან.

ლიეტუვა კვლავაც გააგრძელებს ეკონომიკური ინტეგრაციისა და პოლიტიკური ასოცირების ხელშეწყობას ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.