*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ელჩმა ანდრიუს კალინდრამ გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, დავით ზალკალიანთან

28 ოქტომბერს, ლიეტუვის რესპუბლიკის ახალდანიშნულმა ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულება ბატონმა ანდრიუს კალინდრამ გამართა გაცნობითი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მის აღმატებულება ბატონ დავით ზალკალიანთან და წარუდგინა მას დიპლომატიური რწმუნების სიგელების ასლები. შეხვედრა გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში.

შეხვედრის დროს ელჩმა ანდრიუს კალინდრამ კიდევ ერთხელ დაუდასტურა მინისტრს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მან გამოხატა თავისი კმაყოფილება ლიეტუვა-საქართველოს, როგორც ორი თანამოაზრე სახელმწიფოს, ურთიერთობების არსებული მდგომარეობით და გაუზიარა მინისტრს ლიეტუვური მხარის სურვილი შეინარჩუნოს მძლავრი დონის პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან და კიდევ უფრო ინტენსიური გახადოს ორმხრივი კონსულტაციები ლიეტუვისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ისევე როგორც სხვა მიმართულებით მომუშავე სამინისტროებს შორის.

ელჩმა ასევე დააფიქსირა ლიეტუვის სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისადმი, განსაკუთრებული ფოკუსით ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ეფექტური და სწრაფი დანერგვის მიმართულებებზე. მან აღნიშნა, რომ ლიეტუვა კმაყოფილია საქართველოს აქტიური მონაწილეობით აღმოსავლეთ პარტნიორობაში და აფასებს მის წვლილს 2020 წლის შემდგომი პერიოდის აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის ფორმირებაში.

შეხვედრის დროს ასევე ხაზი გაესვა საერთო ძალისხმევის მნიშვნელობას საერთაშორისო და რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში, მათ შორის მთიანი ყარაბაღის სიტუაციასთან დაკავშირებით.