ელჩმა მაშველთა ტრეინინგში მონაწილეებს სერთიფიკატები გადასცა
დღეს ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი თბილისში მდებარე საგანგებო დახმარების ცენტრს ესტუმრა და სამაშველო ტრეინინგის მონაწილეებს შეხვდა.
ქალაქ ჯვარის (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი) მკვიდრი მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა გაიარა კურსი თუ რა უნდა მოიმოქმედონ კრიტიკულ სიტუაციებში. იმის გამო, რომ ისინი მთიან რეგიონში ადგილობრივ გიდებად მუშაობას აპირებენ, აუცილებელია სიცოცლის შენარჩუნების ცოდნასა და ევაკუაციის გამოცდილებას დაეუფლონ.
ეს ტრეინინგი დიდი პროექტის ნაწილია, რომლის მიზანიც წალენჯიხის რაიონში ტურიზმის განვითარებაა. პროექტი ადგილობრივი გიდების ტრეინინგს, სავალი ბილიკების მონიშვნას, რუკების განახლებასა და მცირემაშტაბიანი საინფორმაციო ინფრასტრუქტურის (საინფორმაციო დაფები, ნიშნები და სხვ.) განვითარებას გულისხმობს. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური აქტივობის გაზრდა და რეგიონში, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სტუმრების მოზიდვა.


