ელჩმა მონაწილეობა მიიღო საინფორმაციო კამპანიაში COVID-19 ვაქცინაციის წახალისების მიზნით საქართველოში
2021 წლის 7 სექტემბერს, ლიეტუვის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა, ესტონეთისა და ნორვეგიის ელჩებთან ერთად, მონაწილეობდა UNICEF– ის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ კამპანიაში კახეთის რეგიონის ადგილობრივ მთავრობასთან, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით.. კამპანიის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები გაიმართა კახეთის მთავრობის ადმინისტრაციის ოფისში თელავში და თელავის ისტორიის მუზეუმში.
ელჩი ანდრიუს კალინდრა კოლეგა ელჩებთან და ღონისძიების ორგანიზატორებთან ერთად შეხვდა კახეთის გუბერნატორს ბატონ ირაკლი შიოშვილს და განიხილა ვაქცინაციის მიმდინარე კამპანია საქართველოში და კონკრეტულად კახეთში, ასევე წარმოადგინა ლიეტუვის ამჟამინდელი გამოცდილება ვაქცინაციის პროცესში.
შემდგომ კამპანია გაგრძელდა ახმეტის, თელავის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სკოლის პერსონალთან და ჯანდაცვის პრაქტიკოსებთან შეხვედრებით პანელის ფორმატში, რომლის დროსაც მონაწილეებმა ისაუბრეს ვაქცინაციის პროცესის ცენტრალურ როლზე პანდემიის დამარცხებაში და ნორმალურ ყოველდღიური ცხოვრების წესის აღდგენაში. ელჩმა ანდრიუს კალინდრამ თავის გამოსვლაში აღწერა ვაქცინაციის შესამჩნევი სარგებელი, რაც ლიეტუვამ განიცადა და აღნიშნა, რომ ლიეტუვის მთლიანი მოსახლეობის 54.85% სრულად არის აცრილი COVID 19 -ის წინააღმდეგ, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს შეამციროს რეგულაციების დონე და დაუბრუნდეს მეტ-ნაკლებად ჩვეულებრივ ცხოვრებას. ”მეცნიერების განვითარების წყალობით, ჩვენ დღეს გვაქვს ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტურად გვიცავს ჩვენ და ჩვენს ახლობლებს სხვადასხვა ინფექციებისგან. სკოლის პერიოდიდან გაკეთებული გვაქვს არაერთი ვაქცინა და არავის ეპარება ეჭვი მათ ეფექტურობაში. ვაქცინაცია ერთადერთი სწორი გზაა კორონავირუსის დამარცხებისთვის, ” - განაცხადა ელჩმა.
ვიზიტის დროს ელჩმა ასევე გამართა შეხვედრა თელავის მერთან, ბატონ შოთა ნარეკლიშვილთან, სადაც განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა ქალაქ თელავსა და მის დამეგობრებულ ქალაქებს შორის ლიეტუვაში - რასეინიაი და კედაინი. კულტურული ურთიერთობების გაგრძელება და გაღრმავება, ასევე თელავში საელჩოს კულტურული ღონისძიებების წარსული წარმატების გაგრძელება ასევე იყო საუბრის ერთ-ერთი მთავარი პუნქტი.