ეველინა საშენკო: „ქართველებო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის!“
2011 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალის შემდეგ, 19 წლის ლიტვის წარმომადგენელი ეველინა საშენკო მშვიდი და მოწყენილი იყო, რადგან კონკურსი დასრულდა, თუმცა ბედნიერიც, იმიტომ რომ მალე სახლში ბრუნდებოდა.
ცნობილმა ლიტვურმა ყოველდღიურმა გაზეთმა lrytas.lt გამოაქვეყნა ცხელ-ცხელი ინტერვიუ საშენკოსთან თუ როგორ გრძნობდა ის თავს ევროვიზიის ფინალის შემდეგ და როგორ შეაფასებდა ის თავისი გამოსვლის შედეგებს (სტატიის სრული ვერსია ლიტვურ ენაზე იხილეთ აქ).
-ევროვიზიის ფინალის შემდეგ თავს როგორ გრძნობ?
-როდესაც საფინალო შედეგები გამოაცხადეს, გავიცნობიერე, რომ ფესტივალი დასასრულს უახლოვდებოდა.
-მანამდე გინდოდა, რომ ეს ყველაფერი დასრულებულიყო?
-ჩვეულებრივ გინდა, რომ ასეთი რამ უფრო ადრე დამთავრდეს, ვიდრე გვიან, მაგრამ როდესაც რეალურად მთავრდება, მოწყენილობა გეუფლება. როცა მივხვდი, მეორე დღეს რომ გასაფრენად უნდა მოვმზადებულიყავი და რეპეტიციაზე წასვლა უკვე აღარ იყო საჭირო, რა თქმა უნდა ცოტათი მოვიწყინე.
-შენ სცენაზე მეოთხე ნომრად გახვედი, ასე რომ კონცერტის დანარჩენ მონაწილეებს კულისებიდან უყურე. საფინალო შედეგების გამოცხადებამდე თუ ნერვიულობდი? თუ ელოდებოდი საერთოდ ასეთ შედეგებს?
-რა თქმა უნდა ველოდებოდი საბოლოო შედეგებს. ყოველთვის ველოდები. მე სულით მებრძოლი ვარ, ასე რომ ეს მჭირდება. მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ შოუს დასაწყისში მომიხდა გამოსვლა, რადგან მერე ნერვიულობა აღარ მომიწია. შევასრულე ჩემი სიმღერა და შემეძლო დარჩენილი დროის მანძილზე მშვიდად ვყოფილიყავი.
-ხმის მიცემის შედეგების გამოცხადება რომ დაიწყო, რა აზრები გიტრიალებდა თავში?
-ყველაზე ხშირი იყო: „ეს ქვეყანა ჩვენ ქულებს არ მოგვცემს,“ „ამ ქვეყანამ შეიძლება მოგვცეს ქულები...“ არა, მართლა სხვა არაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ საბოლოო შედეგებს ველოდებოდი.
-საქარველომ და პოლონეთმა ლიტვას 12 ქულა მისცეს. როდესაც ეს გაიგე რა იგრძენი?
-ძალიან ბედნიერი ვიყავი. ძალიან კარგია, რომ ამ ქვეყნებმა მხარი დაგვიჭირეს. ლიტვა პატარა ქვეყანაა, რომელსაც ბევრი მეზობელი არ ჰყავს. თუმცა ორჯერ მივიღეთ 12 ქულა! პოლონეთისაგან მოველოდი 12 ქულას. მადლობელი ვარ ამ მხარდაჭერისთვის. და რა თქმა უნდა, მადლობას ვუხდი ქართველებს ჩვეული მხარდაჭერისთვის.
-შენი გამოსვლით კმაყოფილი ხარ?
-კი კმაყოფილი ვარ ჩემი შესრულებით.
ელ-ფოსტა [email protected]; საკონსულო საკითხები: consul.ge@mfa.lt
ვრცლად