*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

„ევროკალათა 2011“ ოფიციალურად წარადგინეს თბილისში

p { margin-bottom: 0.08in; } დღეს ბ-მა არვიდას საბონისმა, ევროპული კალათბურთის ჩემპიონატის („ევროკალათა 2011“) ელჩმა პრეს კონფერენცია გამართა და ქართულ აუდიტორიას ოფიციალურად წარუდგინა ჩემპიონატი, რომელიც 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვაში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოში ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი, საქართველოს კალათბურთის ასოციაციისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ლეგენდარული კალათბურთელი დერიუგინი და კალათბურთის ფანები დაესწრნენ. პრეს კონფერენციის დროს არვიდას საბონისმა მოუწოდა კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებს ჩამოვიდნენ ლიტვაში, რათა მხარი დაუჭირონ თავიანთ გუნდს. „ძალიან მსიამოვნებს, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ამ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ყველას წარმატებას გისურვებთ და გელოდებით ლიტვაში,“- თქვა საბონისმა. საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც საბონისმა და „ევროკალათა 2011“-ის ორგანიზატორებმა ჩემპიონატი წარადგინეს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით საბონისი უკვე ესტუმრა სლოვაკეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, რუსეთს, ესპანეთს, ისრაელს, ლატვიასა და საბერძნეთს. ლიტვაში ევროპული კალათბურთის ჩემპიონატის პრეზენტაციას მხარს უჭერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „ევროკალათა 2011“ ლიტვის ექვს ქალაქში გაიმართება: ალუტისში, კლაიპედაში, პანევეჟისში, შიაულიაიში, ვილნიუსსა და კაუნასში. პირველად ევროპული კალათბურთის ისტორიაში ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატს კლაიპედაში თამაშით გახსნის. წყარო: ლიტვის საელჩო 

p { margin-bottom: 0.08in; }

დღეს ბ-მა არვიდას საბონისმა, ევროპული კალათბურთის ჩემპიონატის („ევროკალათა 2011“) ელჩმა პრეს კონფერენცია გამართა და ქართულ აუდიტორიას ოფიციალურად წარუდგინა ჩემპიონატი, რომელიც 31 აგვისტოდან 18 სექტემბრამდე ლიტვაში გაიმართება.

ღონისძიებას საქართველოში ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი, საქართველოს კალათბურთის ასოციაციისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელები, ლეგენდარული კალათბურთელი დერიუგინი და კალათბურთის ფანები დაესწრნენ.

პრეს კონფერენციის დროს არვიდას საბონისმა მოუწოდა კალათბურთის ქართველ გულშემატკივრებს ჩამოვიდნენ ლიტვაში, რათა მხარი დაუჭირონ თავიანთ გუნდს.

ძალიან მსიამოვნებს, რომ საქართველოს ეროვნული გუნდი ამ ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. ყველას წარმატებას გისურვებთ და გელოდებით ლიტვაში,“- თქვა საბონისმა.

საქართველო მეცხრე ქვეყანაა, სადაც საბონისმა და „ევროკალათა 2011“-ის ორგანიზატორებმა ჩემპიონატი წარადგინეს. ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით საბონისი უკვე ესტუმრა სლოვაკეთს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, რუსეთს, ესპანეთს, ისრაელს, ლატვიასა და საბერძნეთს.

ლიტვაში ევროპული კალათბურთის ჩემპიონატის პრეზენტაციას მხარს უჭერს ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ევროკალათა 2011“ ლიტვის ექვს ქალაქში გაიმართება: ალუტისში, კლაიპედაში, პანევეჟისში, შიაულიაიში, ვილნიუსსა და კაუნასში. პირველად ევროპული კალათბურთის ისტორიაში ჩემპიონატში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ჩემპიონატს კლაიპედაში თამაშით გახსნის.

წყარო: ლიტვის საელჩო