ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელშემწყობი პროექტი იწყება
ლიტვის რესპუბლიკა და ლიტვის კონკურენციის საბჭო პროექტში აქტიურად იქნებიან ჩართულნი
დღეს საქართველოში სტარტი აიღო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა კიდევ ერთმა პროექტმა, რომელშიც ლიტვის რესპუბლიკაც იღებს მონაწილეობას. კონსორციუმი შედგება ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნების ექსპერტებისგან, რომელთა შორის ლიტვის კონკურენციის საბჭოცაა. აღნიშნული კონსორციუმი გააძლიერებს საქართველოს ინსტიტუციონალურ უნარებს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და მომხმარებელთა უფლებების დაცვას DCFTA-ს მოთხოვნების შესაბამისად. პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, კონკურენციული პოლიტიკის განხორციელებას და მიიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს.