ევროპული დღეები თბილისში
8 მაისს, თბილისში, რიყის პარკში ევროპული დღეებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ჩატარდა. ამ წლის თემა იყო „გაერთიანდი, იმოძრავე, გქონდეს ურთიერთოაბა ევროპასთან“.
ლიტვას, ისევე როგორც ყოველ წელს, თავისი კუთხე ჰქონდა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ლიტვაში სწავლის შესაძლებლობებსა და უსაფრთხო მოძრაობის „იყავი ხილვადი!“ იდეას. განსაკუთრებული მადლობა გვურს გადავუხადოთ ლიტვის ავტომობილების გზის დირექციას, რომელმაც გამოგვიყო მანათობლები და გაგვიზიარა სოციალური ვიდეო კლიპები. დღეიდან 500-ზე მეტი ქართველი მოიხმარს განათობლებს. ლიტვის კუთხე მოინახულა საქართველოს პრეზიდენტმა და თბილისის მერმაც, რომლებსაც ასევე გადაეცათ მანათობლები. ლიტვის ელჩმა შეკრებილებს გაუზიარა უსაფრთხო მოძრაობის ინიციატივა და ლიტვური გამოცდილებაც გაუზიარა. ღონისძიებაზე ასევე მონაწილეობდნენ ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის სტუდენტები, რომლებმაც საკუთარი მაგალითით აჩვენეს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია უცხო ენების ცოდნა და რამდენ შესაძლებლობას ანიჭებს ეს ახალგაზრდებს. დღის საკონცერტო ნაწილში სტუდენტებმა რამდენიმე ლიტვური სიმღერაც შეასრულეს.