ევროსტატი: ლიტვის ეკონომიკა – ყველაზე სწარაფად მზარდი ეკონომიკა ევროკავშირის ტერიტორიაზე
ევროკავშირის სტატისტიკური სააგენტოს მონაცემებით ლიტვის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) ამა წლის მეორე კვარტალში იზრდებოდა ყველაზე სწარაფი ტემპით ევროკავშირის ქვეყნებს შორის. ევროსტატის მიხედვით ლიტვის ეკონომიკა 2010 წლის მეორე კვარტალში პირველ კვარტალთან შედარებით გაიზარდა 3,2%, მეორე ქვეყანა ყველაზე სწარფად მზარდი ეკონომიკით ევროკავშირის ქვეყნებს შორის გერმანიაა (2,2%), მას მოჰყვება ესტონეთი, ფინეთი და შვედეთი (1.9%).
ლიტვის ეკონომიკის ყველაზე სწარაფად მზარდი სექტორი – სამშენებლო სექტორია (80.8%), სასოფლო სამეურნეო წარმოების ზრდამ შეადგინა 32.4%, საზოგადოებრიგი მართვის სექტორის ზრდა უტოლდება 7.4%.
ამასობაში, სამრეწველო პროდუქციის წარმოების მოცულობა გაიზარდა მხოლოდ 1.1%, მას მოჰყვება საფინანსო საშუამდგომლო სექტორი, რომელმაც განიცადა კლება 1,9% ის ოდენობით.
წყარო: ევროსტატი, ლიტვის სტატისტიკის დეპარტამენტი