*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

გაბრიელიუს ლიაუდანსკას-სვარასი თბილისს ეწვია

30-31 მაისს თბილისს ეწვია ცნობილი ლიეტუველი საზოგადო მოღვაწე და მუსიკოსი გაბრიელიუს ლიაუდანსკას-სვარასი, რომელიც ლიეტუვურ სათვისტომოს შეხვდა. 

შეხვედრის დროს სტუმარმა დამსწრეებს გაუზიარა თავისი შეხედულებები პატრიოტიზმზე, სამშობლოს დაცვის სურვილზე, დემოკრატიული და თავისუფალი სახელმწიფოს მნიშვნელობაზე. მან სათვისტომოს შეკრებილ წევრებს თავისი მუსიკალური კარიერის ამბავიც გააცნო და მსროლელთა კავშირში მოღვაწეობის შესახებ მოუყვა.

საელჩო მონაწილეობისთვის მადლობას უხდის სათვისტომოს და ქართველ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ ლიეტუვურ ენას თბილისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენისა და კულტურის ცენტრში.

ვიზიტის ფარგლებში გაბრიელიუს ლიაუდანსკას-სვარასი საელჩოს დიპლომატებთან ერთად ასევე შეხვდა გენ. მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეს და ეწვია პატარა ხურვალეთის დასახლებას ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე.

მადლობას ვუხდით სტუმარს ერთად გატარებული დროისთვის და თითოეულ ჩვენგანს ვუსურვებთ წარმატებას ლიეტუვა-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ განვითარებაში!