ამ შაბათს.ცენტრალურ საქართველოში, ხაშურში გაიხსნა განახლებული საჯარო ბიბლიოთეკა. თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოყო 22.000 ლიტი (დაახლოებით 6.400 ევრო).ლიტვური კომპანია „Acme ჯგუფმა“ მხარი დაუჭირა პროექტს და გამოყო 20,000 ლიტი (5,800 ევრო), ხაშურის მუნიციპალიტეტმა გამოყო დამატებითი 20,000 ლიტი. 3000 ლიტი (870 ევრო) გამოყო კომპანია „Sweco ლიეტუვამ“, რომელმაც შაბათს აგრეთვე ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ხაშურის მუნიციპალიტეტთან.
“ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ლიტველი დიპლომატების იდეების დახმარებით ვიზიდავთ არა მხოლოდ საჯარო, არამედ კერძო კაპიტალსაც. ეს საჯარო და კერძო სექტორების თანამშრომლობა ჩვენი თანამშრომლობის პოლიტიკის განვითარების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ზრდის", აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევალდას იგნატავიჩიუსმა გახსნის ცერემონიაზე.
პროექტის ფარგლებში გარემონტებული იქნა ბიბლიოთეკის ფასადი და ეზო. შეიცვალა ფანჯრები და განახლდა პირველი სართულის ფართი. ინტერნეტ– ცენტრი, რომელიც მეორე ლიტვური განვითარების თანამშრომლობის პროექტის ნაწილია განთავსდა ხაშურის ახლად გარემონტებული ბიბლიოთეკის პირველ სართულზე.
გასული წლის განმავლობაში 1,720 სტუმარმა გაოიყენა ინტერნეტ–ცენტრის მომსახურება. მათ შორის სამი მეოთხედი ახალგაზრდობაა.
მთლიანობაში 2009 წელს ხაშურში ლიტვამ განახორციელა ხუთი მცირე პროექტი. აპ პროეტების წყალობით დაიდგა ავტობუსის გაჩერება „ლიტვა“ ხაშურის რაიონ სურამში და შეძენილ იქნა აღჭურვილობა ხელით ნაკეთობების შესაქმნელად ბავშვთა სახლებისთვის სურამში და თაშიტსკარში.
ხაშურის ახალგაზრდული ცენტრის სტუდენტი ლიკა აბრამიშვილი გახდა ცნობილი ლიტვაში და YouTube-ის საიტზე იმის შემდეგ, რაც შეასრულა პოპულარული ლიტვური სიმღერა "Tu numegzk man mama, kelią" შექმნილი მინდაუგას ტამოშიუნასისა და მარცელიუს მარტინაიტისის მიერ. დღეს ხაშურის ახალგაზრდული ცენტრის რეპერტუარი უკვე მოიცავს ოთხ ლიტვურ საესტრადო სიმღერას.
ხაშური მჭიდროდ თანამშრომლობს რადვილიშკის მუნიციპალიტეტთან ლიტვაში და მიიწვია რადვილიშკის, რათა ხელი მოეწეროს ქალაქების დაძბომილების ხელშეკრულებას.