განახლებული კინოთეატრის გახსნა საქართველოს საკურორტო ქალაქ ქობულეთში, ლიტვა–მთავარი სპონსორ
განახლებული კინოთეატრი, რომელიც დახურული იყო ორი ათწლეულის მეტი პერიოდის მანძილზე, კვლავ გაიხსნა დღეს შავი ზღვის სანაპიროზე ქობულეთში.ამ პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ლიტვის მთავრომის ფინანსური მხარდაჭერის წყალობით, რომელმაც 2009 წელს გამოყო 70,000 ლიტი (20,000 ევრო) კინოთეატრის რეკონსტრუქციისთვის.
ფული მოხმარდა სახურავის შეკეთებას, ახალი კომუნიკაციების გაყვანასა და თანამედროვე კინომოწყობილობის შეძენას.
აღფრთოვანებულმა პროექტის შედეგებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ გადაწყვიტა დამატებით გამოეყო 200,000 ლიტი (50,000 ევროზე მეტი) 2010 წლის ბიუჯეტის ფარგლებში, რათა ბოლომდე მიყვანილიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები.
"ჩვენ გვჯერა, რომ კონოთეატრი, რომლის გახსნაც მოხდა დღეს იქცევა ადგილობრივი მოსახლეობის მნიშვნლოვან კულტურულ ცენტრად. ჩვენ აგრეთვე ვიმედოვნებთ, რომ ის შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ტურიზმის განვითარების საქმეში შავი ზღვის სანაპიროს ამ რეგიონში, განსაკუთრებით იმ პერიოდებში, როდესაც შეინიშნება დამსვენებლების ნაკლები რაოდენობა“, თქვა ლიტვის ელჩმა იონას პასლაუსკასმა გახსნის ცერემონიაზე.
"მე განსაკუთრებით მოხარული ვარ, რომ ლიტვის ხალხის გულუხვმა დამხარებამ შესაძლებელი გახადა დამატებითი ფონდების მოზიდვა და პროექტის ბოლომდე მიყვანა. ეს არის თანამშრომლობის განვითარების პოლიტიკის მთავარი მიზანი“, აღნიშნა ლიტვის ელჩმა.
საქართველოში თანამშრომლობის განვითარების პროექტების სპონსორის როლში ლიტვა გამოდის 2005 წლიდან, იმ პერიოდიდან, როდესაც ის გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა და შეუერთდა ევროპის დახმარების და განვითარების პროგრამას.
შარშან ლიტვის დახმარებამ პროექტების მხარდაჭერის სახით შეადგინა 800,000 ლიტი (230,000 ევრო).
ლიტვური არასამთავრობო ორგანიზაცია „აღმოსავლეთ ევროპის სწავლების ცენტრი“ უწევდა კოორდინაციას ქობულეთში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას.
ლიტვის საელჩი საქართველოში
