*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

განცხადება საქართველოში აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ "არჩევნებთან" დაკავშირებით

აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში  ქეთრინ ეშტონმა (Catherine Ashton) 24 აგვისტოს განაცხადა, რომ „ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“ და დასძინა, რომ „ევროკავშირი არ აღიარებს ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურ და სამართლებრივ საფუძვლებს“.

 

ამ კონტექსტში ლიტვა ხაზს უსვამს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადაჭრილი კონფლიქტის მოგვარება, რომელიც მისაღები იქნება ყველა მხარისათვის, შეიძლება გახდეს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების სამართლებრივი საფუძველი.