გილოცავთ ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის აღდგენის დღეს!
16 თებერვალი საქართველოში მცხოვრებ და ჩამოსულ ლიტველთა დიდმა ჯგუფმა გუდაურში აღნიშნა. საქართველოში ლიეტუვის საელჩოს მიწვევით, ლიეტუველები, რომლებიც ქვეყანას სტუმრობდნენ, შეუერთდნენ ადგილობრივ ლიეტუვურ სათვისტომოს და საელჩოს თანამშრომლებს თბილისიდან და კუდების მთის წვერზე შეიკრიბნენ. 3006 მეტრის სიმაღლეზე ასვლისას ყველამ ერთობლივად ააფრიალა ლიეტუვის უზარმაზარი ეროვნული დროშა, რამაც დამსწრეები მხიარულ და საზეიმო განწყობაზე დააყენა. ხოლო 12 საათზე ამაყად შესრულებულმა ეროვნულმა ჰიმნმა საშუალება მოგვცა გვეგრძნო ერთიანობა ყველა ლიეტუველთან და გამოგვეხატა პატივისცემა ჩვენი სახელმწიფოს მიმართ.
ეს დღესასწაული აერთიანებს ლიეტუვის მოქალაქეებს და ლიეტუვის მეგობრებს მთელი მსოფლიოდან. მადლობა საქართველოს ერთად ყოფნის შესაძლებლობისთვის.