*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

გოგონა საქართველოდან YouTubeის ქსელის საგარეო საქმეთა სამინისტროს არხის რეიტინგის აბსოლუტური ლიდ

16 წლის ლიკა აბრამიშვილი საქართველოს ერთ–ერთი პატარა ქალიქიდან ხაშურიდან  სახელს იხვეჭს YouTube-ის ქსელში ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს არხზე. მისი ლიტვურად შესრულებული სიმღერის „Tu numegzk man, mama, kelią“ კლიპმა 2000 ათასზე მეტი მაყურებლის ყურადღება  მიიქცია.  

 

აბრამიშვილის უახლოესი „კონკურენტი“–ჯგუფი ინკულტოს ვიდეომასალა საქართველოში ყოფნის დროს დღემდე ნახა დაახლოებით 500 სტუმარმა.

მ. ტამოშიუნასის და მ. მარტინაიჩიუსის პოპულარული შლიაგერი ლიკამ პირველად შეასრულა ლიტვის საელჩოს ეროვნული დღესასწაულის მიღებაზე 2010 წლის 11 მარტს თბილისში,  აფხაზეთის სახელმწიფო ახალგაზრდობის ჯაზ–ბენდის თანხლებით.

მოგვიანებით სიმღერამ გაიჟღერა ლიტვური ტელევიზიის საქართველოს ლტოლვილი ბავშვების  მხარდასაჭერ საქველმოქმედო კონცერტზე ამა წლის მაისში, აგრეთვე ლიტვის საელჩოს სხვადასვა ღონისძიებებზე.

ლიკა აბრამიშვილის სიმღერა – ერთი–ერთია იმ ინიციატივათა შორის, რომელიც მიზნად ისახავს თანამედროვე ლიტვური მუსიკის პოპულარიზაციას. საელჩოს წყალობით საქართველოს ტელევიზიის ეთერში  2009 წლის ჯეოსტარის გამარჯვებულმა ნოდიკო ტატიშვილმა შეასრულა კიდევ ერთი პოპულარული ლიტვური საესტრადო შლიაგერი– ვიტაუტას კერნაგისის სიმღერა–„Širdele mano“.

ლიკა აბრამიშვილის მიერ შესრულებული სიმღერის ნახვა შესაძლებელია ინტერნეტ მისამრთზე:

http://www.youtube.com/watch?v=W7XwtdhONVc

ლიტვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში