*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ინფორმაცია ეროვნული ვიზის განაცხადის ახალი ფორმის შევსებასთან დაკავშირებით

ლიეტუვის ეროვნული ვიზები ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში აღარ გაიცემა. განაცხადების წარდგენა ეროვნულ ვიზებზე ხდება ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის სავიზო ცენტრში.

პირებმა, რომლებიც გეგმავენ ეროვნულ ვიზაზე განაცხადის გაკეთებას ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის სავიზო ცენტრში, თბილისში (https://services.vfsglobal.com/geo/en/ltr/), პირველ რიგში უნდა შეავსონ ეროვნული ვიზის განაცხადის ფორმა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეწერონ გასაუბრებაზე სავიზო ცენტრში, რადგან სავიზო ცენტრში გასაუბრებაზე ჩასაწერად საჭიროა სავიზო განაცხადის ფორმის ნომრის მითითება.

სავიზო განაცხადის ფორმა ივსება ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტის საიტიდან (https://www.migracija.lt/) სადაც  For Foreigners კატეგორიის ქვეშ To get an electronic service, choose your citizenship გრაფაში უნდა მონიშნოთ Sakartvelo (Georgia), შემდგომ გვერდზე აირჩიოთ I want to get a national visa და მონიშნოთ Apply request, რის შემდეგაც გახსნილ ფანჯარაში უნდა მიუთითოთ თქვენი ელ-ფოსტა. მითითებულ ელ-ფოსტაზე მიიღებთ ერთჯერად შესვლის კოდს, რომლითაც გახსნით სავიზო განაცხადის ფორმას და დაიწყებთ შევსებას.