*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ინფორმაცია ‘ვიკილიკსის’ პორტალზე სინამდვილეს არ შეესაბამება

„ლიტვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ‘ვიკილიკსის’ ინტერნეტ გვერდზე განთავსდა, უნდა განვიხილოთ, როგორც კონტექსტიდან ამოვარდნილი, არა რეალური ინფორმაცია“,- განაცხადა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს მდივანმა.

გასულ კვირას აშშ-ის მაღალჩინოსნებმა ლიტვის ხელისუფლებას აცნობეს, რომ ‘ვიკილიკსი’ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებდა, სადაც   ლიტვის სახელის გაჟღერებაც შესაძლებელი იყო.

 

ორშაბათს ‘ვიკილიკსის’  მიერ  გამოქვეყნებული მონაცემები  2004-2010 წლებში ამერიკელი დიპლომატების მიერ ლიტვაში გაგზავნილ ასობით დოკუმენტს შეიცავდა.

 

‘ვიკილიკსის’ მიერ დაბეჭდილ მასალებზე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო რაიმე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს.

 

წყარო: BNS, lrytas.lt