*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ისწავლე ლიეტუვაში საერთაშორისო უმაღლესი განათლების ვირტუალური გამოფენა

მათთვის ვინც ლიეტუვაში სწავლაზე ფიქრობს - 18 დეკემბერს გექნებათ საშუალება ონლაინ ფორმატში 25 ლიეტუვურ უნივერსიტეტს შეხვდეთ და თქვენთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვათ.

ეს უფასო ღონისძიება უმასპინძლებს სტუდენტებს უკრაინიდან, თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან. 5-საათიანი ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს შეეძლებათ ესაუბრონ და მიიღონ ინფორმაცია უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან ვირტუალურ სტენდებთან. ასევე შესაძლებელი იქნება ვებინარების სერიების ნახვა ყველა მონაწილე საგნმანათლებლო დაწესებულების შესახებ. ღონისძიებაში ასევე ჩართული იქნება სტენდი „იმუშავე ლიეტუვაში“, რომელიც ხელს უწყობს საზღვარგარეთ მცხოვრებ პროფესიონალებს იპოვონ და ააწყონ კარიერა ლიეტუვაში.

ეს ყველაფერი შესაძლებელია სახლის კომფორტის დატოვების გარეშე! რას ელოდები? დარეგისტრირდი ახლავე!