ქართულ-აფხაზური ოჯახების შეკრება
21-22 სექტემბერს აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრიდან 500 მეტრში მდებარე სოფელ განმუხურში 16 ქართულ-აფხაზური ოჯახი შეიკრიბა. შეხვედრას მხარს ლიტვის საელჩო საქართველოში უჭერდა. მოვლენას ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი და საქართველოში ევრო კავშირის დამკვირვებელთა მისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ამ პროექტს ლიტვის საელჩო აფინანსებს. მისი მიზანი გაბზარული ურთიერთობების აღდგენა და შერეულ ოჯახებში პრობლემების მოგვარების პოტენციალისთვის ყურადღების მიპყრობაა. “აფხაზებსა და ქართველებს შორის არსებული ურთიერთობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მთავარი ელემენტია“, აღნიშნა ელჩმა ი. პასლაუსკასმა.
დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულ-აფხაზურ ოჯახების რაოდენობა აფხაზეთის რეგიონის მაცხოვრებელთა 41 პროცენტს შეადგენდა. 1992-93 წლების სამოქალაქო ომის შემდეგ ურთიერთობა დაიძაბა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ კი ადმინისტრაციულ საზღვარზე მკაცრი კონტროლი დაწესდა. შესაბამისად, ერთმანეთის სტუმრობის შესაძლებლობებიც სრულებით შეიზღუდა.
შეხვედრის აფხაზი მონაწილეები აღნიშნავდნენ, რომ საცხოვრებელი პირობები უფრო გართულდა: ადამიანს სახლიდან გამოსვლა უპასპორტოდ ვეღარ შეეძლო, რადგან რუსი ჯარისკაცები ყოველთვის ითხოვენ დოკუმენტების ჩვენებას, მოსახლეობას აიძულებენ რუსულად საუბარს, გალის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები თითქმის არ ლაპარაკობენ ქართულად.
ეს შეხვედრა პროექტ „ქართულ-აფხაზური დიალოგის“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს ლიტვის საელჩო თანამშრომლობისა და დემოკრატიის მხარდაჭერის განვითარების პროგრამის მეშვეობით აფინანსებს. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართულ-აფხაზურ ოჯახთა კავშირი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია აფხაზეთიდან „მშვიდობა კავკასიაში“ ახორციელებენ.
ლიტვის თანამშრომლობისა და დემოკრატიის მხარდაჭერის განვითარების პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოში ნდობის-აღდგენის ფაქტორის განხორციელებაა.
პროგრესი ე.წ. „გაყინული“ კონფლიქტების მოგვარებაში არის 2011 წელს ლიტვის ეუთოში თავმჯდომარეობის ერთ-ერთი ამოცანა.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში

