ქართველი ელჩების შეკრებაზე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპაზე ორიენტაციას უსვამს ხაზს
13 სექტემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მოწვევით და საპატიო სტუმრის სტატუსით ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიურ შეხვედრას დაესწრო, სადაც მან ხაზი გაუსვა ლიტვის მხარდაჭერას საქართველოში მიმდინარე რეფორმების მიმართ.
წელს ლიტვა და საქართველო დამოუკიდებლად ცნობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის 20 წლის იუბილეს აღნიშნავენ. ა. აჟუნალისის სიტყვებით ორივე ქვეყანამ საკუთარი სახელმწიფო სტატუსის აღსადგენად გრძელი გზა განვლო და ამგვარად ორმხრივი ურთიერთობები განავითარა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ლიტვა მხარს უჭერს საქართველოში შემდგომი დემორატიული რეფორმების განხორციელებასა და ქვეყნის ევრო კავშირთან მეგობრული ურთიერთობის დამყარების მტკიცე გადაწყვეტილებას.
„ევრო კავშირის აღმოსავლურ პარტნიორობაში საქართველოს მონაწილეობა პირველ რიგში მნიშვნელოვანი თანამშრომლობაა. ის ეფუძნება ერთობლივ ევროპულ ინდივიდუალურობას და თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანთა უფლებების პატივისცემისა და ფუნდამენტალური თავისუფლების პრინციპებს, კანონისა და სოციალური პასუხისმგებლობის ნორმებს,“ აღნიშნა აჟუბალისმა.
ეუთოში ლიტვის თავმჯდომარეობის ამოცანებისა და საქმიანობის წარდგენისას საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ეუთოს ვალდებულებაზე მიაღწიოს პროგრესს ჟენევაში გამართულ განხილვებში, რომელიც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებს და 2008 წლის კონფლიქტის მოგვარებას შეეხება. ამ მხრივ მინისტრმა წინა პლანზე ნდობის ფაქტორის მნიშვნელობის გაზრდა დააყენა.
„კონფლიქტის მოგვარება მოქალაქეთა ჩარევისა და მათი ნდობის მოპოვების გარეშე შეუძლებელია. იმ პროექტების განხორციელება, რომლებიც ნდომის ფაქტორის ზრდაზეა დამყარებული, ეუთოში ლიტვის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რომლის განხორციელებაც ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული“, აღნიშნა აჟუბალისმა.
საგარეო პოლიტიკის გლობალურ გამოწვევებზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს წვლილის შეტანას ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდაჭერის ძალების მისიის (ISAF) მცდელობაში.“საქართველოს წვლილი ავღანეთში მშვიდობის დამყარების პროცესში საქართველოს სოლიდარობისა და სანდოობის საუკეთესო მტკიცებულებაა. ამას საერთო მიზნისთვის გაერთიანებული საერთაშორისო საზოგადოება სათანადოდ აფასებს“, დაამატა ა. აჟუბალისმა.
მინისტრმა, ასევე,საქართველის ნიჭიერი და ეფექტური დოპლომატიური სამსახური შეაქო და დიპლომატებს საქართველოს საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევაში დიპლომატიური წარმატება უსურვა.