*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

კავკასიის უნივერსიტეტში ნატოს კუთხე გაიხსნა

ლიტვის ელჩმა, იონას პასლაუსკასმა და საქართველოს ვიცე პრემიერმა და სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძემ ერთობლივად გახსნეს ნატოს კუთხე კავკასიის უნივერსიტეტში და სტუდენებთან ერთად განიხილეს  ნატოსთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მთავარი თემა ნატო-საქართველოს ურთიერთობა, თანამშრომლობის ასპექტები და ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა იყო.  

 

ლიტვის ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელობაზეც.

 

საქართველომ ალიანსის სხვა წევრებთან და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად საერთაშორისო მისიაში მონაწილეობით მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა დაიკისრა. ეს  საქართველოს როგორც საიმედო პარტნიორს გამოარჩევს. ძალზედ მნიშვნელოვანია უკვე განხორციელებული რეფორმების  გაგრძელება.“- აღნიშნა იონას პასლაუსკასმა.

 

ლიტვის საელჩო საქართველოში  ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციას 2011 წლის 1 იანვრიდან ასრულებს.