*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

კესტუტის ვაიგინისი: ლიტვური ჯაზის იმპროვიზაციები საქართველოში

  ამ კვირის მანძილზე ჯაზის მოყვარულებს საქართველოში შესაძლებლობა აქვთ ისიამოვნონ ლიტველი საქსაპონისტის კესტუტის ვაიგინისის მიერ შეასრულებული ჯაზით. ის საქართველოში ლიტვის საელჩომ და ქართულმა  ჩრდილების ეროვნულმა თეატრმა მოიწვიეს.

  კესტუტის ვაიგინისმა უკვე გამართა კონცერტი ქართველ ხელოვანებთან ერთად თბილისის ჯაზ კლუბშიკალადა ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში.

   14 აპრილს ლიტველი საქსაფონისტი ჯაზ კლუბმაგთი კლუბშიდაუკრავს. კონცერტების სერია 15 აპრილს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თაეტრში დასრულდება- კესტუტის ვაიგინისი ჩრდილების თეატრის  ჯაზის ისტორიისწარმოდგენის დროს მაყურებელს ცოცხალ შესრულებას შესთავაზებს.

   ეს არის ლიტველი მუსიკოსისა და საქართველოს ჩრდილების ეროვნული თეატრის პირველი ერთობლივი წარმოდგენა.  ჩრდილების გამოყენებით ჯაზის ისტორიის შესახებ წარმოდგენის დადგმის იდეა ლეგენდარულ ქართველ რეჟისორსა და მსახიობს, გელა კანდელაკს, თეატრის ლიტვურ ტურნეში ყოფნის დროს გაუჩნდა. თეატრი ლიტვას 2008 წლის აგვისტოს ომში ლიტვის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მადლობის ნიშნად ესტუმრა.

  ლიტვა თავისი ჯაზ ტრადიციებით ცნობილია. კმაყოფილი ვარ, რომ წარვადგენ კესტუტის ვაიგინისს, რომელიც თანამედროვე ჯაზ შემსრულებელია. ქართველი და ლიტველი ხელოვანების ერთობლივი მუშაობა კი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმ ფაქტს, რომ მუსიკასა და ხელოვნებას საზღვრები არ აქვს, და მათზე კულტურის, ენისა და ტრადიციების განსხვავება არ მოქმედებს,“- აღნიშნა ლიტვის ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა.

 

წარმოდგენების გრაფიკი:

 

14 აპრილი 19:00 - კესტუტის ვაიგინისისა და თამაზ ყურაშვილის ბენდის კონცერტიმაგთი კლუბში“. მისამართი: თბილისი, რუსთაველის 22.

 

15 აპრილი 19:00 - წარმოდგენაჯაზის ისტორია“. ჩრდილების ეროვნული თეატრი, საქართველო. მისამართი: თბილისი, რუსთაველის 17.

 

პროექტის ორგანიზატორები: ლიტვის საელჩო

                    საქართველოს ჩრდილების ეროვნული თეატრი

 

პროექტის პარტნიორი: საერთაშორისო კულტურული პროგრამების ცენტრი