ხაშურის საერთაშორისო ფესტივალზე ლიტვური პროექტები შეაფასეს
სტუმრები ხუთი ქვეყნიდან (ლიტვა, ლატვია, პოლონეთი, უკრაინა და ბელორუსი) ხაშურში შეიკრიბნენ და მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფესტივალში „ხაშურის ოქროს შემოდგომა 2011“. ღონისძიებას, ასევე, სტუმრობდნენ რადვილიჟკისის რაიონის (ლიტვა) მერი, ბ-ნი ანტანას ჩეპონონისი და ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი.
ოფიციალური ცერემონიის დროს ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა და ერთმა უცხოელმა მოქალაქემ ხაშურის საპატიო მოქალაქეების წოდება მიიღეს. საქართველოს პარლამენტის წევრმა, ბ-ნა სერგო ქიტიაშვილმა გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ ელჩი ი. პასლაუსკასი ხაშურის საპატიო მოქალაქე გახდა.
„სიამოვნებით ვიღებ თქვენი ქალაქის საპატიო მოქალაქის წოდებას. მინდა ავღნიშნო, რომ ეს პირველ რიგში ლიტვის მთავრობის გადაწყვეტილებებისა და ქმედებების დაფასებაა. ეს ამტკიცებს, რომ ჩვენი თანამშრომლობა მნიშვნელოვანი და საჭიროა, და მეგობრობა ლიტველებსა და ქართველებს შორის გამუდმებით ძლიერდება. ასევე, ესაა გარკვეული პატივისცემა იმ დიპლომატების საქმიანობის მიმართ, ვისაც კი უმუშავია ლიტვის საელჩოში“, განაცხადა ელჩმა ი. პასლაუსკასმა.
ხაშურში რეკონსტრუირებული საჯარო ბიბლიოთეკა გაზაფხულზე გაიხსნა. მოგვიანებით კი, ივნისის თვეში ლიტვის საელჩოსთან, როგორც ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციის შემსრულებელთან ერთად, ბიბლიოთეკამ ნატოს საინფორმაციო კუთხის გასხნასაც უმასპინძლა. სექტემბერში ხაშურს ესტუმრნენ ბიბლიოთეკარები ქალაქ ჟილუტედან (ლიტვა). სტუდენტებმა კაუნასის ტექნიკური უნივერსიტეტიდან ქალაქის ცენტრალური მოედნისთვის ცამეტი არქიტექტურული პროექტი მოამზადეს- ყველა მათგანი საჯაროდ იყო გამოფენილი სპეციალურ გამოფენაზე, სადაც ხაშურის მაცხოვრებლემბა საუკეთესო აირჩიეს.
ლიტვის თანამშრომლობის განვითარებისა და დახმარების, როგორც დემოკრატიული პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტი რეგიონალური განვითარებაა. ამას გარდა, 2009 წელს ლიტვამ და საქართველომ ხელი მოაწერეს ორმხრივ შეთანხმებას,“ ევროპისა და ევრო-ატლანტიკის თანამშრომლობის ქარტიას“, რომელიც მუნიციპალიტეტებს შორის კავშირების გამყარებას ითვალისწინებს.
ლიტვა საქართველოს 2005 წლიდან უდგას მხარში. გასულ წელს ლიტვის საელჩომ საქართველოში 17 პროექტი განახორციელა, რომელთა საერთო ღირებულება საშუალოდ 44 ათას ევროს შეადგენს.
წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში