ხაშურში ლიტვის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა
გასულ ორშაბათს ხაშურის რეგიონალურ მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით „გზა თავისუფლებისაკენ“. გამოფენა ლიტვის დამოუკიდებლობის დღეს, 16 თებერვალს მიეძღვნა. გამოფენაზე წარმოდგენილია ლიტვის თავისუფლებისათვის ბრძოლის მასალები 1940 წელს დაწყებული პირველი საბჭოთა ოკუპაციიდან 1990 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის პერიოდის ჩათვლით.
„ლიტვის გზა დამოუკიდებლობისაკენ გრძელი და რთული იყო, მაგრამ ერის ერთიანობა და სიმტკიცე დაეხმარა მას უმთავრესი დაბრკოლებების გადალახვაში. ყველაზე ფასეული დღეს სწორედ ამ ერთიანობის მაგალითია“, აღნიშნა გამოფენის გახსნის ცერემონიაზე ლიტვის ელჩმა საქართველოში იონას პასლაუსკასმა.
გამოფენა ხაშურში კიდევ ერთ კვირას, 21 თებერვლამდე გასტანს.



