ხაშურში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს კიდევ ერთი პროექტი დასრულდა
ხაშურში (სამხრეთ საქართველო) 11 დეკემბერს ლიტვის რესპუბლიკის საელჩოს კიდევ ერთი პროექტი დასრულდა. პროექტის, „მოქალაქეთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის სამუშაო პროცესში“ პრეზენტაციას ლიტვის ელჩი საქართველოში, იონას პასლაუსკასი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ხუთ სოფელში გაიმართა. შეხვედრების დროს მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა მათი თვითმმართველობის სამუშაო პროცესებში ჩართულობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ პროექტში ხაშურის ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები.

