*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ხაშურში ნატოს კუთხე იხსნება

  გასულ ხუთშაბათს ხაშურში ნატოს კუთხე გაიხსნა. ის ადგილობრივი საჯარო ბიბლიოთეკის შენობაშია განლაგებული, რომელიც ლიტვის თანამშრომლობის განვითარების პროგრამის ფარგლებში განახლდა.

გახსნის ცერემონიაზე, რომელსაც ლიტვის ელჩი იონას პასლაუსკასი და ლატვიის ელჩი ანდრის ვილკანსი ესწრებოდნენ, განიხილებოდა თემასაქართველო და ნატო“. ლატვიის საელჩო 2009-2010 წწ. საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს როლს ასრულებდა.

 

შეხვედრაზე ნატოში ინტეგრაციის გამოცდილებასა და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რასაც საქართველო ამჟამად იღებს. სტუმრებმა, ასევე, დამსწრე საზოგადოებისაგან შეკითხვებს უპასუხეს.

 

ნატოს კუთხე ხაშურში რიგით მესამე ნატოს კუთხეა საქართველოში, რომლის გახსნაშიც ლიტვის საელჩო მონაწილეობს. 7 მარტს ნატოს კუთხე გაიხსნა ერგნეთში, ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციული საზღვრიდან სულ რაღაც 500 მეტრში. 9 მარტს კი ნატოს კუთხე ქუთაისშიც გაიხსნა.

 

ამ წლის დასაწყისიდან ლიტვის საელჩო საქართველოში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ფუნქციებს ითავსებს. მისი მთავარი ამოცანა ნატოს მიზნებისა და საქმიანობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა.

 

ლიტვის საელჩო თბილისში ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს ვალდებულებებს 2012 წლის ბოლომდე შეასრულებს.

 

       

 

წყარო: ლიტვის საელჩო