*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ქობულეთის მუზეუმი ლიტვის ეროვნული მუზეუმის გამოფენას „აღორძინების ქრონიკა 1987-1991“ მასპინძლობს.

20 ივნისს ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, იონას პასლაუსკასმა ქობულეთის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთან, გიორგი რომანაძესთან ერთად ქობულეთის მუზეუმში ექსპონირებული ლიტვის ეროვნული მუზეუმის გამოფენა „აღორძინების ქრონიკა 1987-1991“ გახსნა.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას დიდი მადლობა გადაუხადა გამოფენის ორგანიზატორს, ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრს და მის ხელმძღვანელს ვიდას კავალიაუსკასს და ასევე ლიტვის ინსტიტუციებს აღნიშნული გამოფენის ჩამოტანაში დახმარებისათვის.

გამოფენა „აღორძინების ქრონიკა 1987-1991“ ქობულეთის მუზეუმში ა.წ. აგვისტომდე დარჩება. აღსანიშნავია, რომ ლიტვის საელჩო ქობულეთის ხელისუფლებასთან და ასევე საზოგადოების წარმომადგენლებთან წლებია თანამშრომლობს. 2012 წ. ქობულეთსა და პალანგას შორის დაძმობილების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.