*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

კოლუმბი - ‘პოლონელ-ლიტველი მეფის შვილი?’

“მკვლევარი, ქრისტოფორე  კოლუმბი, კუნძულ მადეირაზე გადასახლებული პოლონელ-ლიტველი მეფის ვაჟი იყო და მამის დაცვის მიზნით მალავდა თავის მეფურ წარმომავლობას”,- ამტკიცებს პორტუგალიელი ისტორიკოსის მანუელ როსას ახალი წიგნი.   შუასაუკუნეების დოკუმენტებისა და ქრონიკების ზედმიწევნით  შესწავლის შემდეგ, როსა ირწმუნება, რომ მან ფარდა ახადა 500 წლის მანძილზე  იდუმალებით მოცული თავგადასავლების მაძიებლის  ნამდვილ პიროვნებას.

ამერიკის აღმომჩენი ადამიანის წარმომავლობა დიდი ხნის მანძილზე განხილვის საგანს წარმოადგენდა.

 

ამდროინდელი გამოთვლებით კოლუმბის დაბადების ადგილად იტალიური პორტი  გენუა სახელდება, სადაც  მისი ფეიქარი მშობლები ცხოვრობდნენ. თუმცა საუკუნეების მანძილზე ამტკიცებდნენ მის ბერძნულ, ესპანურ, ფრანგულ, პორტუგალიურ და შოტლანდიურ წარმომავლობასაც კი.

 

მაგრამ უკანასკნელი თეორიის მიხედვით, დიდი მოგზაური, რომელიც ახალ სამყაროში ოთხი მოგზაურობის შემდეგ, 1506 წელს გარდაიცვალა, სინამდვილეში მეფური წარმომავლობის გახლდათ: ის იყო ვაჟი მეფე ვლადისლავ III-ისა, რომელიც სავარაუდოდ 1444 წელს ვარნასთან ბრძოლაში მოკლეს.

 

ამ თემაზე დაწერილ თავის მესამე წიგნში მანუელ როსა, რომელიც 20 წლის მანძილზე  კოლუმბის ცხოვრებას იკვლევდა, ვარაუდობს, რომ ვლადისლავ III თურქებთან ბრძოლაში ცოცხალი გადარჩა,  მადეირას კუნძულზე გადასახლდა,   ჰენრი გერმანელიდაირქვა და პორტუგალიელ აზნაურ ქალზე დაქორწინდა.

 

ისტორიკოსი დარწმუნებულია, რომ კონსპირაციის მონაწილენი შეთანხმდნენ  კოლუმბის ნამდვილი წარმომავლობა დაემალათ და ამით  მეფე დაეცვათ.

 

სწორედ კოლუმბის  წარმომავლობა ხსნის იმ ფაქტს, რომ მან ცოლად  პორტუგალიელი აზნაურის ქალიშვილი შეირთო. ეს მოხდა 15 წლით ადრე, ვიდრე ის გადაწყვეტდა დაემტკიცებინა, რომ დედამიწა მრგვალია.

 

პორტუგალიის მეფემ ეს ქორწინება მოიწონა, რაც არასოდეს მომხდებოდა, თუკი დავუჯერებთ იმ მითს, რომ გემის ჩაძირვის შემდეგ წყალმა კოლუმბი პორტუგალიის ნაპირებზე გამოიტანა“,- ხსნის როსა თავის წიგნში : "Colon: La Historia Nunca Contada" – „ კოლუმბი: უთქმელი ამბავი“, რომელიც  გასულ თვეს ესპანეთში გამოიცა.

 

გეოგრაფიის, ასტრონომიის, ალგებრის, კარტოგრაფიის ცოდნა და ის ფაქტიც კი, რომ კოლუმბი თავის ძმებთან დასაკავშირებლად  საიდუმლო კოდს იყენებდა, ყველაფერი ეს მის საუკეთესო, უმაღლეს განათლებაზე მიუთითებს.

 

ის ნამდვილი და არა თვითნასწავლი მეცნიერი იყო, როგორც ამას მითი გადმოგვცემს.“

 

მანუელ როუზას თეორიას, ასევე, კოლუმბისა და პოლონელი მეფის გერბების მსგავსება და სევილიაში მდებარე ალკასარის სასახლეში განთავსებული ფერწერული ტილო ამტკიცებს , სადაც მკვლევარი სახელოში გვირგვინს მალავს.

 

და ის ფაქტი, რომ კოლუმბი იყოწითური, ცისფერთვალება, ღია ფერის კანით- ასეთი მახასიათებლები პოლონეთში ფართოდ გავრცელებულია“.

 

კოლუმბის მეფური წარმომავლობის დასამტკიცებლად გადადგმული შემდეგი ნაბიჯი  პოლონელ-ლიტველი მეფეების სამარხებიდან დეენემის აღება და სევილიის საკათედრო ტაძარში დასაფლავებული კოლუმბის

როგორ გვიპოვოთ?

ტელ. ნომერი: +995 32 222 0402; საკონსულო საკითხები: +995 32 222 0407

ვრცლად

სიახლეების გამოწერა