*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ქუთაისში ვილნიუსის 700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა გაიხსნა

3 ოქტომბერს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, ქუთაისის მერიასთან და ლიეტუვის ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ფოტო-გამოფენა „ვილნიუსი 700“ გაიხსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია იუზაპ ჩეჩავიჩიუსის, სტანისლავ ფილიბერტ ფლერის და იან ბულხაკის მიერ გადაღებული ვილნიუსის ისტორიული ფოტოები, რომლებიც საშუალებას გვაძლევს ვნახოთ, თუ როგორ გამოიყურებოდა ქალაქი და მისი მოსახლეობა წარსულში. გამოფენის გახსნისას, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ისაუბრა ქალაქ ვილნიუსის 700 წლის იუბილეზე, რომელიც წელს აღინიშნება და სიხარული გამოთქვა ლიეტუვა-საქართველოს შორის წარმატებული კულტურული თანამშრომლობისა და ლიეტუვის დედაქალაქის ისტორიული ფოტოების ნახვის შესაძლებლობის შესახებ, რომელიც ქართულ საზოგადოებას მიეცა. მისასალმებელი სიტყვა ასევე ქუთაისის ვიცე მერმა, თამარ დახუნდარიძემ და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი თავაძემ წარმოთქვეს.

ქუთაისში აღნიშნული გამოფენა 3-დან 17 ოქტომბრამდე დარჩება და წარმოადგენს ქალაქ ვილნიუსის 700 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენების ციკლის ნაწილს. ფოტოების ნახვა თბილისელებს ამ წლის მაისში შეეძლოთ, ხოლო ქუთაისის შემდეგ კი გამოფენა სამეგრელოს რეგიონის ცენტრალურ ქალაქს, ზუგდიდს ეწვევა.