ლიეტუვა აფასებს საქართველოს წვლილს ნატოს საერთაშორისო სამშვიდობო და უსაფრთხოების ინიციატივებში
2021 წლის 1-ლ თებერვალს ელჩმა ანდრიუს კალინდრამ შეხვედრა გამართა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი ბერაიასთან. შეხვედრა გაიმართა საქართველოს პარლამენტის შენობაში.
დისკუსიის დროს ელჩმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა თავმჯდომარეს, რომ ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე დიდი მხარდამჭერია ნატოს ღია კარის პოლიტიკისა საქართველოს მიმართ. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რჩება ლიეტუვის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ჩამონათვალში. ელჩმა კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს გვერდით დგას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ მისწრაფების გზაზე.
თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ მადლობა გადაუხადა ელჩს ლიეტუვის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ საქართველო აფასებს ორ ერს შორის არსებულ ამ მეგობრობას. ბატონმა ბერაიამ ასევე აღნიშნა, რომ რეგიონში უსაფრთხოების გარემოს შეცვლის მიუხედავად, საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების აქტიური წევრი, ერთგულია დემოკრატიული ფასეულობებისა და დასავლური გზისა.
ორმხრივი ინტერესის თემები, რომლებიც დისკუსიის ნაწილი იყო, ასევე მოიცავდა უსაფრთხოების გლობალურ გამოწვევებს და შავი ზღვის რეგიონში არსებულ ვითარებას. ელჩმა და თავმჯდომარემ ისაუბრეს ლიეტუვისა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩარჩოს გაღრმავებაზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სტრატეგიული უსაფრთხოებისა და თავდაცვის დაგეგმვის შესახებ კანონმდებლობა.