*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიეტუვა მზადაა მონაწილეობა მიიღოს საქართველოს მუნიციპალური არჩევნების მონიტორინგში

2021 წლის 24 აგვისტოს, ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა შეხვდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი კალანდარიშვილს.

ბატონმა კალანდარიშვილმა ელჩს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობის შესახებ წინასაარჩევნოდ, და დაარწმუნა კომისიის მხრიდან სერიოზული ძალისხმევის არსებობაში უზრუნველყოს გამჭვირვალე და შეუფერხებელი საარჩევნო პროცესი, COVID-19– ის მიერ გამოწვეული დამატებითი გამოწვევების მიუხედავად. ”საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, მათი დაკვირვება, დასკვნები და რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგებისადმი ნდობის გასაძლიერებლად და მომავალში საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად ” - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

ანდრიუს კალინდრამ დაარწმუნა კომისიის თავმჯდომარე, რომ ლიეტუვა არის საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის მუდმივი მხარდამჭერი. გამჭვირვალე, ღია და სანდო საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა გადამწყვეტია დემოკრატიის განმტკიცებისთვის. ელჩმა აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს არჩევნებზე დაკვირვების საერთაშორისო ინიციატივებს და ასევე მზადაა წვლილი შეიტანოს დამკვირვებლების გამოგზავნით მომავალ მუნიციპალურ არჩევნებში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბერს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მნიშვნელოვანი როლი ხაზგასმით აღინიშნა მომავალი მუნიციპალური არჩევნების სანდოდ ჩატარებისა და საარჩევნო რეფორმების განხორციელების საკითხებში, რომლებიც განმტკიცებულია 2021 წლის 19 აპრილის პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით. "საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი რჩება წინაპირობად საქართველოში დემოკრატიზაციის შემდგომი განვითარებისათვის. ლიეტუვა, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, მზად არის გააგრძელოს ამ ძალისხმევის მხარდაჭერა", - განაცხადა ელჩმა ა. კალინდრამ.