*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიეტუვა საქართველოს 50 000-ზე მეტ დოზა ვაქცინას გადასცემს

საქართველოს მხრიდან დახმარების მოთხოვნის შემდეგ და ცდილობს რა წვლილი შეიტანოს COVID-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ისევე როგორც მისი შედეგების აღმოფხვრაში, ლიეტუვის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ჰუმანიტარული დახმარების მიზნით Pfizer, Inc.-ის მიერ წარმოებული Comirnaty ვაქცინის 50,310 დოზის დონაციის შესახებ საქართველოსთვის.

„ლიეტუვა აგრძელებს ვაქცინების გადაცემას მათთვის, ვისაც ეს ესაჭიროება. მხოლოდ სოლიდარობა და ერთიანობა დაგვეხმარება პანდემიის უფრო სწრაფად დაძლევაში“, - ამბობს პრემიერ მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.

ლიეტუვამ უკვე გადასცა ვაქსზევრიას ვაქცინის 455,900 დოზა (დამზადებულია AstraZeneca-ს მიერ) უკრაინას, მოლდოვას, საქართველოს, სომხეთსა და ტაივანს. ვაქსზევრიას ვაქცინის კიდევ 60,000 დოზა გადაეცა ტაჯიკეთს. სომხეთს საჩუქრად გადაეცა Spikevax-ის ვაქცინის 50,000 დოზა (მწარმოებელი კომპანია Moderna). ვაქსზევრიას ვაქცინის 188,700 დოზა გადაცემულია ვიეტნამისთვის, ხოლო 201,240 დოზა Comirnaty-ს ვაქცინა (დამზადებულია Pfizer-ის მიერ), ლატვიას.

ლიეტუვა გააგრძელებს წვლილის შეტანას ევროპის გუნდის ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის გლობალურ ძალისხმევაში პანდემიის მართვისთვის, როგორც ორმხრივად, ისე COVAX-ის მექანიზმის მეშვეობით.