ლიეტუვის ელჩის შეხვედრა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან
2021 წლის 17 აგვისტოს საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს.
შეხვედრის დროს განიხილეს ლიეტუვასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები და მათი განვითარების გზები, გაცვალეს მოსაზრებები საერთაშორისო და რეგიონალური უსაფრთხოების შესახებ, ისაუბრეს ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე.
საუბრის დროს ლიეტუვურმა მხარემ აღნიშნა, რომ არსებული რუსული აგრესიის ფონზე კიდევ ერთხელ თანადგომას უცხადებს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და უდასტურებს ქართულ მხარეს თავის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს მის ტერიტორიულ მთლიანობას.
ელჩმა აღნიშნა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ყველამ ერთად გამოუცხადოს მხარდაჭერა საერთაშორისო ორგანიზაციებში რეგიონული უსაფრთხოების ინიციატორებს.
შეხვედრის დროს დეტალურად განიხილეს არსებული სიტუაცია ლიეტუვა-ბელარუსის საზღვარზე. ლიეტუვამ შეძლო რესურსების მობილიზება რათა შეეჩერებინა ქვეყანაში არალეგალური მიგრანტების შედინება. ლიეტუვურმა მხარემ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბელარუსის უსაფრთხოების კომიტეტს შორის (სუკი) ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით. “შემაშფოთებელია ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავება ბელარუსის უსაფრთხოების სტრუქტურასთან, რომლის საქმიანობა მიმართულია ევროპული ღირებულებებისა და მეზობელი ქვეყნების, მათ შორის ლიეტუვის, საწინააღმდეგოდ“, განაცხადა ელჩმა.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს ქვეყანაში არსებული პანდემია. აღინიშნა, რომ ლიეტუვამ თავისი წვლილი შეიტანა COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, საქართველოს გადაეცა ასტრაზენეკას ვაქცინის 15 000 დოზა. განიხილება დამატებითი დახმარების შესაძლებლობები.