*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიეტუვის ელჩმა დარიუს ვიტკაუსკასმა ქართველ საზოგადოებას მიულოცა ევროკავშირის თვინინგ პროგრამის კიდევ ერთი პროექტის დაწყება, რომელშიც მონაწილეობს ლიეტუვა

2024 წლის 9 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის პროექტი: „დაავადებათა ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოში ეპიდემიოლოგიური და მოლეკულური (გენომური) ზედამხედველობის გაუმჯობესების გზით“. მასში მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ბატონმა დარიუს ვიტკაუსკასმა. მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ტვინინგის პროექტები გადამწყვეტ როლს ასრულებს და დახმარებას უწევს ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, რათა მათ თავიანთი პოლიტიკა და პრაქტიკა შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთნ.

2024 წლის 9 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნა ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის პროექტი: „დაავადებათა ზედამხედველობის ეროვნული სისტემის გაძლიერება საქართველოში ეპიდემიოლოგიური და მოლეკულური (გენომური) ზედამხედველობის გაუმჯობესების გზით“.  მასში მონაწილეობა მიიღო ლიეტუვის ელჩმა საქართველოში ბატონმა დარიუს ვიტკაუსკასმა.

მისასალმებელ სიტყვაში ელჩმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ტვინინგის პროექტები გადამწყვეტ როლს ასრულებს და დახმარებას უწევს  ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს, რათა მათ  თავიანთი პოლიტიკა და პრაქტიკა შესაბამისობაში მოიყვანონ ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთნ.

ლიეტუვის რესპუბლიკა მზადაა გაუზიაროს თავისი გამოცდილება და ცოდნა საქართველოს დაწესებულებებს იმ იმედით, რომ საქართველო გულწრფელად განახორციელებს ვალდებულებას, დაუკავშიროს თავისი მომავალი ევროკავშირს.

ელჩმა აღნიშნა, რომ  ევროკავშირის ტვინინგის პროგრამის ერთ-ერთი ლიდერია ლიეტუვა, რომელსაც 2004 წლიდან განხორციელებული აქვს 140 ტვინინგის პროექტი და მათგან 60-ზე მეტი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, საქართველოსთან ბოლო, მე-13 პროექტია, რომელშიც ლიეტუვა მონაწილეობს.

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში ინფექციური დაავადებების გენომური ზედამხედველობის გაძლიერება ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად და ეროვნულ კანონმდებლობაში ევროკავშირის კანონმდებლობის ინტეგრირება.  პროექტს ახორციელებს - ვილნიუსის საუნივერსიტეტო საავადმყოფო სანტარას კლინიკა. მისი პარტნიორები არიან ვილნიუსის უნივერსიტეტი, ჯანმრთელობის ექსტრემალური სიტუაციების ცენტრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ლაბორატორია და სისხლის ეროვნული ცენტრი.

პროექტს კოორდინაციას უწევს პროექტების მართვის ცენტრალური სააგენტო. პროექტი, სავარაუდოდ, უნდა დასრულდეს 2026 წლის ივნისს; მისი ბიუჯეტი შეადგენს დაახლოებით 1,2 მილიონ ევროს.