ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს შეხვდა
2022 წლის 17 იანვარს ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ანდრიუს კალინდრა შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს.
საუბრისას ელჩმა ხაზი გაუსვა ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ რუსეთის მუდმივი აგრესიის ფონზე, ასევე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციასა და რეფორმების განხორციელებაში. ელჩის თქმით, „ორივე ქვეყანას და მათ ხალხს აკავშირებს უკიდურესად მეგობრული, ღირებულებებზე დაფუძნებული ორმხრივი ურთიერთობები, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ დიალოგს, აქტიურ ეკონომიკურ და კულტურულ კონტაქტებს, ინტენსიურ აკადემიურ გაცვლებს“.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა პარლამენტთაშორისი და დარგობრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირებისა და DCFTA-ს განხორციელებას, ისევე როგორც შესაბამისი რეფორმების დანერგვას. პარლამენტის თავმჯდომარემ, ბ-ნმა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტი დიდ ყურადღებას დაუთმობს ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და აღნიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტების განხორციელებაში.
ელჩმა ანდრიუს კალინდრამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის სპიკერის, ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენის მილოცვა პარლამენტის ახლად არჩეულ თავმჯდომარეს და მოწვევა ლიეტუვაში ვიზიტის შესახებ.