ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე: ჩვენ ვურჩევთ პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ საქართველოს მისწრაფებებზე.
საქართველოში სამუშაო ვიზიტის დროს, ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ბ-ნი ჟიგიმანტას პავილიონისი შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ნიკოლოზ სამხარაძეს და ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ლიეტუვასთან საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელ მაკა ბოჭორიშვილს. ვიზიტის განმავლობაში ბ-ნი პავილიონისი ასევე ხვდება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.
პარლამენტში შეხვედრების დროს ხაზი გაესვა, რომ ლიეტუვას აქვს ინტერესი საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ლიეტუვისა და საქართველოს სამეზობლოში ადამიანის უფლებების, საერთაშორისო სამართლის მზარდი დარღვევების საგანგაშო ტენდენციაა. ლიეტუვა შეეცდება, რომ რუსეთის ფედერაციამ სრულად შეასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. პავილიონისმა კოლეგებს შესთავაზა საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება ლიეტუვასთან და ბალტიის სხვა ქვეყნებთან და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სექტორული რეფორმების გაგრძელება, აქცენტი გაკეთდება რეფორმებზე კანონის უზენაესობისა და არჩევნების სფეროებში.
საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე დისკუსიების დროს, ბატონმა პავილიონისმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა განსხვავებული პოზიციების დაახლოების კონსტრუქციული გზების ძიება. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ნდობის შენარჩუნებას. ბატონმა პავილიონისმა ასევე გაიმეორა ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში გამოთქმული სენტიმენტები საქართველოსთან დაკავშირებით, სადაც აღნიშნა, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ მიზანშეწონილია თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი ჩიხში შესვლა და საზოგადოების გაყოფა, რაც მხოლოდ იმ საგარეო ძალების ინტერესებს ემსახურება, რომლებსაც სურთ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
”ჩვენ ვიწვევთ ხელისუფლებას და ოპოზიციას, ერთად იმუშაონ სტრატეგიული მიზნებისათვის, რომლებიც მნიშვნელოვანია მთელი ქვეყნისთვის - ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება”, - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ლიეტუვამ ეს გაკვეთილები ისწავლა ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესში და დარწმუნებულია, რომ პოლიტიკური ძალები გაერთიანდებიან საქართველოს მომავლისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.