ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში იწყებს სავიზო განაცხადების მიღებას
27 ივლისიდან ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში იწყებს ეროვნული (D ტიპის) და შენგენის (C ტიპის) სავიზო განაცხადების მიღებას (უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე თითო დღეზე მიიღება განაცხადების შემცირებული რაოდენობა).
განაცხადის შემოტანამდე აუცილებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით რეგისტრაცია. რეგისტრაციისა და დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ საელჩოს საიტს: https://ge.mfa.lt/ge/en/travel-and-residence/coming-to-lithuania/visas
ლიეტუვაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ამჟამინდელი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ შემდეგი ბმული: https://urm.lt/default/en/important-covid19.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ საელჩოს ყველა ვიზიტორმა საელჩოში შესვლისას უნდა გაიაროს ხელების დეზინფექცია და სხეულის ტემპერატურის შემოწმება. ასევე სავალდებულოა პირბადის ან რესპირატორის ტარება საელჩოში ყოფნის პერიოდში. თუ აღგენიშნებათ გაციების სიმპტომები, გთხოვთ გადადოთ თქვენი ვიზიტი საელჩოში.