ლიეტუვის საელჩო გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ 1991 წლის 13 იანვრის მოვლენების გახსენებაში
13 იანვარს ლიეტუვაში 1991 წლის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ 30 წელი გადის, როცა შეუიარაღებელმა ლიეტუვის მოქალაქეებმა ახალაღდგენილი დამოუკიდებლობა დაიცვეს საბჭოთა სასტიკი ოკუპაციისა და აგრესიისაგან. სატელევიზიო ანძის დაცვას ლიეტუვის 14-მა მოქალაქემ შესწირა საკუთარი სიცოცხლე, ხოლო ასობით დაშავდა. წარმოუდგენელმა სიმამაცემ და თავისუფლებისაკენ სწრაფვამ შესაძლებელი გახადა ისტორიული გამარჯვების მიღწევა, რომლის შემდეგაც საბჭოთა იმპერია მალევე ჩამოიშალა.
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გიწვევთ პატივი მიაგოთ ამ მნიშვნელოვან თარიღს ჩვენთან ერთად:
- სირბილით/სიარულით დაფარეთ სპეციალური სიმბოლური ბილიკი თბილისში - ვილნიუსის სკვერიდან თბილისის სატელევიზიო ანძამდე. ეს ბილიკი მიახლოებულია „სიცოცხლისა და სიკვდილის გზასთან“, რომელიც ტრადიციულად გამოყოფილია სარბენად ვილნიუსში. აღნიშნული მცირე მარათონი ორგანიზდება პატივისცემისა და მადლიერების გამოსახატავად 1991 წლის 13 იანვრის მოვლენების მსხვერპლებისადმი. არსებული უსაფრთხოების რეგულაციებიდან გამომდინარე, ყველას გთავაზობთ დაფაროთ აღნიშნული ბილიკი ინდივიდუალურად ან ოჯახის წევრებთან ერთად. გამოგვიგზავნეთ ფოტო (DATbilisi@KAM.LT) იმის შესახებ, თუ რა დროს დაასრულეთ ბილიკი და ასევე თქვენი ფოტო სატელევიზიო ანძასთან. საუკეთესო დროის მქონე პიროვნებას პრიზი გადაეცემა. ბილიკის ბმულები: ფეისბუქ ივენთის ბმული https://bit.ly/38wqhjY, “Google” map ბილიკი https://bit.ly/2LnElTN, “Wikilock” ბილიკი https://bit.ly/3hNHatl, აპლიკაცია “Strava” https://bit.ly/2XfoqJT.
- 13 იანვარს, დილის 9:30-ზე გადაიცემა სპეციალური რეპორტაჟი და ინტერვიუები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის გადაცემაში „ახალი დილა“, ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა, ბრიგადის გენერალ გინტარას ბაგდონასი, რომელიც იცავდა ლიეტუვის პარლამენტს 1991 წლის 13 იანვრის ტრაგიკული მოვლენების დროს და ასევე აღნიშნული მოვლენების შემსწრე, ბატონი სერგო ამირგულაშვილი, მონაწილეობას მიიღებენ ამ სპეციალურ გადაცემაში.
- 13 იანვარს ვილნიუსის სკვერში, თბილისში აინთება კოცონი 1991 წლის მოვლენებისათვის პატივის მისაგებად.
13 იანვარი ლიეტუვის სისტემური მცდელობების ნაწილი იყო აღედგინა დამოუკიდებლობა, დაბრუნებოდა დემოკრატიული სახელმწიფოთა ოჯახს და გაეგრძელებინა თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა. დღეს ლიეტუვა სწორედ ასეთია. ქვეყანათა ნაწილი მსოფლიოს გარშემო ახლაც იბრძვის თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის, მათ შორის ლიეტუვის მეზობელი ბელარუსი.