ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში
ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში გაცნობებთ, რომ საქართველოში ორმხრივი ვიზიტით ჩამოდის ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი გაბრიელიუს ლანდსბერგისი. ვიზიტი დაიწყება სამშაბათს, 27 აპრილს მინისტრის ჩამოსვლით სომხეთიდან და დასრულდება ხუთშაბათს, 29 აპრილს, მინისტრის აზერბაიჯანში გამგზავრებით.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის სპიკერსა და საქართველოს პრეზიდენტს. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
დისკუსიები შეეხება ორმხრივ ლიეტუვურ – ქართულ თანამშრომლობას, ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი, საქართველოს ევროპულ და ევრო–ატლანტიკურ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით გზას, აგრეთვე ევროკავშირის შუამავლობით შემდგარი შეთანხმების შესრულებას. შეხვედრებზე ასევე განხილული იქნება რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი სამიტისათვის მომზადება და საერთაშორისო პოლიტიკასთან დაკავშირებული სხვა რელევანტური საკითხები.
ვიზიტის განმავლობაში ბატონი ლანდსბერგისი ეწვევა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის რეგიონთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად.
მინისტრი ვიზიტს დაასრულებს პრესკონფერენციით, შედეგების შეჯამებით და მედიის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემით.