ლიეტუვურ-ქართული საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეები ერთმანეთს თბილისში შეხვდნენ
2021 წლის 1 ოქტომბერს, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის (პარლამენტის) დელეგაციამ, რომელიც იმყოფება საქართველოში 2021 წლის 2 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნებზე დასაკვირვებლად, გამართა შეხვედრები საქართველოს პარლამენტში, საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩის, ბატონ ანდრიუს კალინდრას თანხლებით. დელეგაცია შეხვდა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ბატონ ნიკოლოზ სამხარაძეს და საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილს, რომელიც ასევე არის საქართველოს პარლამენტის ქართულ-ლიეტუვური საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფისთავმჯდომარე.
შეხვედრების დროს დელეგაციამ განიხილა ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმსა და საქართველოს პარლამენტს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებით მომავალი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის გათვალისწინებით და ორივე მხარის მიერ გადასადგმელი ნაბიჯები ხელშესახები შედეგების მისაღებად საქართველოს და ასოცირებული ტრიოს გზაზე ევროინტეგრაციისკენ. ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის ლიეტუვა-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ბატონმა რაიმუნდას ლოპატამ და მისმა ქართველმა კოლეგამ, ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ყურადღება გაამახვილეს ორ ერს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე, ამ პროცესებში საკანონმდებლო ორგანოს პოზიტიური როლის ხაზგასმით.
ასევე განხილული იყო ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილის ლიეტუვაში მომავალი ვიზიტი დაორივე მხრიდან ხაზი გაესვა ლიეტუვასა და საქართველოს შორის უწყვეტი საპარლამენტო კონტაქტისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას, მათ შორის რეფორმების დღის წესრიგთან დაკავშირებით.
საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის თემას და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევას და უკანონო ხასიათის ბოლოდროინდელ მოვლენებს, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის შეთანხმებების სახით. ლიეტუვის დელეგაციის წევრებმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და პირობა დადეს საქართველოს შესაბამისი რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებული საკითხების ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორუმზე გაჟღერების შესახებ.
საქართველოში ვიზიტის დროს ლიეტუვის პარლამენტის დელეგაცია ასევე შეხვდება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მიიღებს მონაწილეობას მუნიციპალური არჩევნების დაკვირვებაში, რომელიც გაიმართება 2021 წლის 2 ოქტომბერს, შაბათს.