ლიეტუვური და ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა გორში
ლიეტუვური და ქართული ფოტოგრაფიის გამოფენა გორში
პარასკევს, 2025 წლის 6 ივნისს, საღამოს 6 საათზე, გორის ხელოვნების სახლის არტ-ცენტრში გაიხსნება ლიეტუველი და ქართველი ფოტოგრაფების ნამუშევრების ერთობლივი გამოფენა. წარმოდგენილი იქნება ოთხი ფოტოგრაფის - ტადას კაზაკევიჩიუსის, არტურას მოროზოვის, მარიამ აბშილავას და თინათინ კიღურაძის ფოტოები, რომლებიც ლიეტუვასა და საქართველოშია გადაღებული. შეხვედრამდე გორში!