*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვა და ავსტრია საქართველოს ენერგოსექტორის გაძლიერებაში დაეხმარებიან

30 მარტის კონფერენცია ლიტვისა და ავსტრიის მიერ მოგებული  ევროკავშირის  ტყუპების პროგრამის პროექტით „საქართველოს ეროვნული ენერგეტიკისა და წყალმომარაგების რეგულაციის კომისიის ((GNERC) ნორმატიული ხარჯებისა და საბაზრო მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერება“ დაიწყო.

გახსნაზე ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა განაცხადა, რომ ლიტვისა და საქართველოს შესანიშნავი ურთიერთობები, ენერგეტიკის სექტორში რეფორმების ლიტვის უახლესი გამოცდილება და ავსტრიის ტრადიციება ხელს შეუწყობს პროექტის განხორციელების თანმიმდევრულობასა და მის ეფექტურად განხორციელებას,  ასევე საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და ევროინტეგრაციას.

პროექტის მიზანია საქართველოს ინსტიტუციური მონაცემების გაძლიერება, რათა მიღწეულ იქნას საქართველოს ენერგეტიკის ბაზრის რეგულიაციების განხორციელება ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით. პროექტის განხორციელების მიზანია GNERC-ის, როგორც დამოუკიდებელი რეგულატორის უნარჩვევების გაძლიერება ელექტრო სექტორში.

ქართველი ექსპერტები გაეცნობიან როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული აუდიტის გამტარებელ ექსპერტებს და ენერგოსექტორის ბაზრის მონიტორინგის ექსპერტებს.

ტყუპი პროექტების (ინგ. Twinning) მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილების გაზიარება სხვა ქვეყნებისათვის, რათა მოხდეს  მათი მართვის სიტემის ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოვება.