*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვა და გერმანია საქართველოში ევროკავშირის პროგრამა Twinning-ის პროექტს განახორციელებენ

ლიტვის სტანდარტების ეროვნული სააგენტო  გერმანიის პარტნიორ დეპარტამენტთან ერთად  ევროკავშირის  Twinning-ის პროექტს განახორციელებს, რომლის მიზანია „ევროკავშირის წევრი ქვეყნების საუკეთესო გამოცდილებაზე დაყრდნობით საქართველოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, განაცხადა ევროკავშირის დელეგაციამ თბილისში.   დაახლოებით ნახევარი მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა ამ ორწლიანი პროექტისთვის გამოყო, საქართველოს მეტროლოგიისა და სტანდარტიზაციის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისთვისაა გამიზნული.

ევროკავშირის Twinning-ის ეს პროექტი ლიტვის ინსტიტუტებისთვის საქართველოში პირველია. ევროკავშირის Twinning -ის პროგრამით ლიტვა  სხვა ორმხრივ პროექტებს სომხეთსა და აზერბაიჯანში ახორცილებდა.

 

1998 წელს დაარსებული ევროკავშირის Twinning პროგრამა მიზნად ისახავს დაეხმაროს ალიანსში გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერებაში. პროგრამა  მიმღები და დონორი ქვეყნების სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლობის პრინციპზეა დაფუძნებული.

 

1998-2008 წლებში ლიტვაში  ევროკავშირის  Twinning-ის 125 პროექტი განხორციელდა. 2004 წელს ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ, ლიტვის დაწესებულებებს მიენიჭათ უფლება ევროკავშირის Twinning პროგრამის ფარგლებში დახმარება გაეწიათ სხვა ქვეყნებისთვისაც. ამჯერად, ლიტვის დაწესებულებები შერჩეულ იქნა ევროკავშირის  Twinning-ის 16 პროექტის განსახორციელებლად.

 

პროექტი საქართველოში უკვე რიგით მეხუთეა, რომელიც ლიტვამ 2010 წელს მოიპოვა.

 

2009 წლის 15 სექტემბრიდან ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული განვითარების კოოპერაციისა და დემოკრატიის მხარდაჭერის დეპარტამენტი,  როგორც ევროკავშირის Twinning პროგრამის ეროვნული კოორდინატორი მოქმედებს.

 

წყარო: www.orangeprojects.lt