ლიტვა ეუთოში თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე საუბრობს
ლიტვა, როგორც ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თავისი წინამორბედების საქმეს გააგრძელებს და მიზანს რეალურ, საგრძნობ პროგრესზე აიღებს, განაცხადა გასულ ხუთშაბათს ვენაში თავისი თავმჯდომარეობის პრიორიტეტების წარდგენისას, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა აუდრონიუს აჟუბალისმა.
„ იმ დროისთვის, როდესაც ჩვენ 6-7 დეკემბერს ვილნიუსში მინისტრების ეუთოს თათბირზე შევხვდებით, მე მჯერა რომ, ჩვენ:
1. ვაჩვენებთ რეალურ პროგრესს გაჭიანურებულ კონფლიქტებთან მიმართებაში;
2. მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ ჩვენს მონაცემებს მედიის თავისუფლების ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით;
3. გავზრდით ეუთოს მნიშვნელობას ტრანსნაციონალურ საფრთხეებთან მიმართებაში, ავღანეთის ტერიტორიიდან მომდინარე საფრთხის ჩათვლით;
4. განვსაზღვრავთ ეუთოს როლს ენერგიული უსაფრთხოების დიალოგში, და
5. ხელს შევუწყობთ ტოლერანტულ განათლებას ეუთოს მთელ სივრცეში, რათა შევებრძოლოთ დისკრიმინაციასა და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულს,“ აღნიშნა ლიტვური დიპლომატიის ლიდერმა.
საქართველოზე საუბრისას, მან დადო პირობა სამხრეთ კავკასიის ამ ქვეყანაში მტკიცედ „გამოიყენოს ჟენევის პროცესი რწმენის აღსადგენად და იმუშაოს ეუთოს მრავალმნიშვნელოვანი როლის განახლებისთვის“ .
ეუთოს თავმჯდომარის მოვალეობების შესრულების პასუხისმგებლობა ლიტვას 2011 წლის 1 იანვრიდან დაეკისრა.
წყარო: ლიტვის საელჩო