ინტერნეტის ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელით სახლამდე (FTTH) მომხარებლების ყველაზე სწრაფი ზრდა ევროპაში დაფიქსირებულ იქნა ლიტვაში, ინტერნეტის ოპტიკურ –ბოჭკოვანი კაბელის შესახებ FTTH ევროსაბჭოს კვლევის მონაცემთა მიხედვით.
ლიტვის საოჯახო მეურნეობების თითქმის 21 პროცენტი შეერთებულია ახალი თაობის ოპტიკურ–ბოჭკოვან ინტერნეტზე–3,3 პროცენტიანი ზრდა აღინიშნება 6 თვის წინ არსებულ მონაცემებთან შედარებით.
ოპტიკურ –ბოჭკოვანი ინტერნეტის საოჯახო მეურნეობაში გამოყენების თვალსაზრისით ლიტვას უსწრებს მხოლოდ სამხრეთ კორეა, იაპონია, ჰონგ–კონგი და ტაივანი.
ივნისში ამ ტექნოლოგიების თვალსაზრისით ლიტვამ ბევრად გაუწრო ისეთ მაღალტექნოლოგიური ევროპულ ქვეყნებს როგორიცაა შვედეთი, ნორვეგია, და სლოვენია, რომლებმაც საჯარო რეიტინგის მიხედვით დაიკავეს 2–დან 4 ადგილამდე შესაბამისად.
ესტონეტმა დაიკავა 4 ადგილი, ლატვიამ 11–ე.
ლიტვა რჩება ევროპის აბსოლუტურ ლიდერად მომხმარებლების ოპტიკურ– ბოჭკოვანი ინტერნეტის პირდაპირი გამოყენების მაჩვენებლის თვალსაზრისით (ინტერნეტმომხმარებლების დაახლოებით 16 პროცენტი), ამავდროულად ზოგ ევროპულ სახელმწიფოში ოპტიკური–ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის პროცესი ხშირად წყდება შენობის კართან და შემდგომ სიგნალი ვრცელდება ჩვეულებრივი LAN-ის (ლოკალური ქსელის) მეშვეობით.

წყარო: delfi.lt, ოპტიკურ–ბოჭკოვანი კაბელი სახლამდე ევროსაბჭო