ლიტვა საქართველოს რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურავს
13 სექტემბერს თბილისში ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი კარიტასის ქართული კლინიკის დირექტორს, ვიტოლდ სზულსზინკის და ამ კლინიკის ექიმებს შეხვდა. შეხვედრაზე მთავარი ყურადღება ლიტვის თანამშრომლობის განვითარების პროექტის განხორციელებას დაეთმო, რომლის მიზანიც სამცხეთ-ჯავახეთის რეგიონში ძირითადი სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე ელექტროკარდიოგრამის აპარატებით აღჭურვაა.
„ამ პროექტის მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, მათი სოციალური სტატუსის, წოდებისა თუ სქესის მიუხედავად. ჯანმრთელობა ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია,“ აღნიშნა აჟუბალისმა.
ეს არის ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს რიგით მეორე პროექტი, რომელიც საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებს უწევს დახმარებას. წელს ლიტვამ, იაპონიის მთავრობასთან ერთად, იაშვილის ბავშვთა საავადმყოფო ბოლო დროის თვალის ქირურგიისათვის საჭირო აღჭურვილობით უზრუნველყო, რაც ნაადრევად გაჩენილ ბავშვებში თვალის დაავადებების მკურნალობას შეუწყობს ხელს. ვილნიუსის უნივერსიტეტის Santariškių Clinics-ის ექიმები საქართველოში ჩამოვლენ და ქართველ ექიმებს ამ აღჭურვილობის გამოყენებას შეასწავლიან.
მინისტრის სამუშაო ვიზიტი 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
