ლიტვა-საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციები ვილნიუსში
გასულ ორშაბათს ვილნიუსში 2009 წელს ლიტვა-საქართველოს პარტნიორობის ქარტიის საფუძველზე შექმნილი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ლიტვა-საქართველოს კომისიის პირველი შეხვედრა შედგა.
ლიტვის დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ეგიდიუს მეილუნასი ხელმძღვანელობდა, ხოლო ქართულ მხარეს მისი კოლეგა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დავით ჯალაღანია ედგა სათავეში.
ბატონმა მეილუნასმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლიტვის მხარდაჭერა საქართველოსადმი საქართველო-ევროკავშირის მოლაპარაკებებში, კერძოდ ალიანსში გაწევრიანების შეთანხმებაზე. ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ევროკავშირისა და საქართველოს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში როგორიცაა: საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკა, ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა და კულტურა.
როგორც ქართული მხარე აცხადებს, მოლაპარაკებები ბოლო დროს წარმატებულად მიიწევს წინ. 26-დან 8 მოლაპარაკების საგანი უკვე წინასწარ იქნა განხილული.
ლიტვისა და საქართველოს დელეგაციებმა, ასევე, იმსჯელეს საქართველოს მზადყოფნაზე დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ. ეს შეთანხმება იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ევროკავშირისა და საქართველოს გაწევრიანების შეთანმებისკენ და უფრო სტაბილური, უსაფრთხო და ორივე მხარისთვის მომგებიანი სავაჭრო გარემოსკენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დავით ჯალაღანიამ დადებითად შეაფასა ლიტველი ექსპერტის მხარდაჭერა საქართველოსადმი ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის პროგრამის (TAIEX) ფარგლებში, რაც გულისხმობდა ევროკავშირის მთავარი რეკომენდაციების გამოყენებას თავისუფალი სავაჭრო ზონის მოლაპარაკებებში.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მეილუნასმა, ასევე, ხაზი გაუსვა ლიტვის მხარდაჭერას საქართველოსადმი ნატოში გაერთიანების მოთხოვნასთან დაკავშირებით. მან ყურადღება გაამახვილა ყოველწლიური ეროვნული პროგრამის წარმატებული განხორციელების მნიშვნელობაზე, რაც განსაზღვრავს საქართველო-ნატოს თანამშრომლობას.
ბ-მა მეილუნასმა აღნიშნა, რომ 2011 წლის 1 იანვრიდან მომდევნო ორი წლის განმავლობაში ლიტვის საელჩო საქართველოში შეასრულებს ნატოსთან დამაკავშირებელი საელჩოს როლს საქართველოში.
დელეგაციებმა, ასევე, მოიწონეს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ლიტვა-საქართველოს ქარტიის განხორციელების ყოველწლიური სამოქმედო გეგმა. ამ დოკუმენტში მომავალი წლის ორმხრივი შეხვედრებისა და საერთო ღონისძიებების პროგრამაა წარმოადგენილი.
წყარო: old.urm.lt