ლიტვა-საქართველოს სავაჭრო დონე 2011 წლის პირველ კვარტალში პიკს აღწევს
ლიტვის სტატისტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2011 წლის პირველ კვარტალში ვაჭრობამ ლიტვასა და საქართველოს შორის რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და დაახლოებით 33 მილიონი ლიტვური ლიტი (9,5 მილიონი ევრო) შეადგინა.
ყველაზე მაღალი ზრდა საქართველოდან ლიტვური იმპორტზე დაფიქსირდა, რაც 3,3-ჯერ გაიზარდა და 15.2 მილიონ ლიტვურ ლიტს (4,4 მილიონი ევრო) გაუთანაბრდა.
საქართველოში ლიტვური ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის უცვლელი დარჩა და 17,6 მილიონი ლიტვური ლიტი (5,1 მილიონი ევრო) შეადგინა.
ორმხრივი ვაჭრობის ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა საქართველოდან სასუქების იმპორტი გახდა, რომელმაც 8,4 მილიონი ლიტვური ლიტი დაითვალა. იმპორტის სხვა მნიშვნელოვან კატეგორიებს შორის, ასევე, იყო ალკოჰოლური სასმელები (3,8 მილიონი ლიტი), ხილი და თხილი (2,4 მილიონი ლიტი).
საქართველოში ლიტვური ექსპორტი გულისხმობდა: მონაცემთა ავტომატური დამუშავების მოწყობილობებს (3,2 მილიონი ლიტი), მონიტორებსა და პროჟექტორებს (2,4 მილიონი ლიტი), ელექტრონულ აგრეგატებს (1,6 მილიონი ლიტი), დალუქვის, მარკირებისა და სხვა შესაფუთ მოწყობილებებსა (1,4 მილიონი ლიტი) და მსუბუქ ავტომობილებს (1,2 მილიონი ლიტი).
საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ცენტრის მიხედვით, 2011 წლის პირველ მეოთხედში ლიტვა საქართველოს ექსოპორტისთვის მსოფლიოს მაშტაბით მე-18, ხოლო ევრო კავშირში მე-7 უმსხვილესი ბაზარი აღმოჩნდა.
ლიტვის სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, საქართველო 2011 წლის პირველ მეოთხედში ლიტვური ექსპორტისთვის ყველაზე მსხილ საბაზარო ქვეყნების სიაში 42-ე ადგილს იკავებს.
ლიტვური ეროვნული ვალუტის ლიტის კურსი ევროსთან მიმართებაში შეადგენს: 3,4528 ევრო 1-ლიტთან.
წყარო: ლიტვის საელჩო