*alt_site_homepage_image*
ge
lt en

სიახლეები

RSS

ლიტვა-საქართველოს ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები 2011 წლის მე-2 კვარტალში

2011 წლის პირველ კვარტალში სავაჭრო ბრუნვამ ლიტვასა და საქართველოს შორის 33 მილიონი ლიტვური ლიტი (9,6 მილიონი ევრო) შეადგინა. ლიტვის სტატისტიკური ცენტრის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ამა წლის მეორე კვარტალში სავაჭრო მაჩვენებელმა 23.4 მილიონ ლიტს მიაღწია.

 

საქართველოში ლიტვური ექსპორტის მაჩვენებელმა 2011 წლის მეორე კვარტალში თითქმის 14 მილიონი ლიტი (4 მილიონ ევროზე მეტი) შეადგინა. საქართველოში ლიტვური ექსპორტი გულისხმობდა: მანქანებსა და მექანიკური მოწყობილობებს (1.3 მილიონი ევრო), ელექტრო მოწყობილობებსა და დანადგარებს (0.7 მილიონი ევრო), მედიკამენტებს (0.5 მილიონი ევრო), სატრანსპორტო საშუალებებს (0.3 მილიონი ევრო).

 

ამ პერიოდშივე, საქართველოდან ლიტვაში საქონლისა და მომსახურებების იმპორტმა 9.5 მილიონ ლიტს მიაღწია (დაახლოებით 2.7 მილიონი ევრო), უმეტეს წილად ეს იყო უალკოჰოლო და ალკოჰოლური სასმელები (1.6 მილიონი ევრო), ალუმინის პროდუქცია (0.4 მილიონი ევრო), თხილი და ციტრუსები (0.3 მილიონი ევრო).

 

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ცენტრის მიხედვით, ლიტვა საქართველოს ექსოპორტისთვის მსოფლიოს მაშტაბით მე-18, ხოლო ევრო კავშირში მე-5 უმსხვილესი ბაზარი აღმოჩნდა (ბულგარეთის, საფრანგეტის, იტალიასა და გერმნანიის შემდეგ).

 

ლიტვის სტატისტიკის ცენტრის მონაცემებით, საქართველო ლიტვური ექსპორტისთვის ყველაზე მსხილ საბაზარო ქვეყნების სიაში 47- ადგილს იკავებს.

 

წყარო: ლიტვის საელჩო საქართველოში

ლიტვის სტატისტიკის ცენტრი

საქართველოს ეროვნული სტატისტიკის ცენტრი